თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კოდის სათემო განათლების ცენტრში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
03 მაი 2018
 

  3 მაისს კოდის სათემო განათლების ცენტრში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტისსამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებშიპრეზენტაცია გაიმართა.

   პროექტის მიზნებისა და ამოცანების, აგრეთვე გათვალისწინებული აქტივობების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინდფორმაცია მიაწოდა კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა ოქროპირიძემ. ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს განვითარების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა მერიის ტურიზმის განყოფილების სპეციალისტმა ლამარა ბექაურმა, რომელიც ამავე დროს ჩართულია პროექტში, როგორც მიწვეული ექსპერტი ტურიზმის დარგში.

   პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება ეკონომიკის სფეროში ტურიზმთან დაკავშირებით, საზღვრის ორივე მხარეს ტურისტული პოტენციალის გაზრდა; ტურისტული ბიუროების, ოპერატორების, საინფორმაციო ცენტრების, გიდების და სასტუმროების ქსელების და ასოციაციების შექმნა; განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნა, რეგიონალურ და ადგილობრივ სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარება საქართველოსა და აზერბაიჯანში; მეზობელი რეგიონების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარება; ერთობლივი ინიციატივები ახალგაზრდების დასაქმების გაზრდის მიზნით, მათ შორის პროფესიული მომზადების ჩათვლით; ახალგაზრდების ტრენინგი ტურიზმის უნარ-ჩვევებში და შესაძლებლობებში შემდგომში ბიზნეს ტრენინგში ჩართვის პერსპექტივით; მულტი- კულტურული მრავალფეროვნების / მემკვიდრეობის და ტოლერანტობის ხელშეწყობა.

    პროექტის სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციარები არიან: ახალგაზრდები, მეწარმეები, გიდები, სააგენტოები, მედია და ჟურნალისტები,ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, ქართველი და აზერბაიჯანელი, გერმანელი და სხვა საერთაშორისო ტურისტები. შეხვედრას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბენეფიციარები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5366
 
 
დატოვეთ კომენტარი (1)
 
 
ზურა
მაი 22 სამ 2018
22:13
მოგესალმებით სად შეიძლება ხოლმე წინასწარ ესეთი პრეზენტაციების ნახვა, რომ დავესწროთ ხოლმე ?
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4072
ივნ 27 პარ 2025
3983
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6910
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734