თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ახალგაზრდული ფესტივალი 2018
30 აპრ 2018
 

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისპროექტის ,,სპორტი ბარიერების გარეშე“, ფარგლებში, 28-29 აპრილს სოფელ ხაიშსა და ქალაქ თეთრიწყაროში ჩატარდა მუნიციპალური შეჯიბრებები კალათბურთში, ჭადრაკში, სირბილსა და ფეხბურთში.

   აღსანიშნავია, რომ კალათბურთის მუნიციპალურ ტურში პირველობა მოიპოვეს მანგლისის №1 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა. ჭადრაკის მუნიციპალურ ტურში პირველობა სოფელ ხაიშის და ქალაქ თეთრიწყაროს №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაინაწილეს.ასევე პირველობა მოიპოვა სოფელ ხაიშის საჯარო სკოლამ ფეხბურთსა და სირბილში გოგონებს შორის, ხოლო სირბილში ვაჟებს შორის, პირველობა მოიპოვა სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლემ.სპორტულ თამაშებში მოსწავლეები მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლიდან მონაწილეობდნენ.

  პროექტი ხორციელდება პროგრამა ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2018-ისსახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში მოზარდების ჩართვით ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4899
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965
იან 00
2319
ივლ 02 ოთხ 2025
4709
ივნ 27 პარ 2025
4564
აგვ 12 სამ 2025
4915
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965