თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს
26 აპრ 2018
 

 26 აპრილს მერიაში გამართულ შეხვედრაზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტში ტურიზმის დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ და განიხილეს პრიორიტეტული აქტივობები, რომელიც შემდგომ ასახული იქნება სტრატეგიის დოკუმენტში.

   როგორც ცნობილია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი თავისი ისტორიით, მრავალფეროვნებით, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, ბუნებრივ-კლიმატური პირობებით გამორჩეული მხარეა. არსებული რესურსების გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული თანმიმდევრული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში შესაძლებელია ტურიზმის დარგის მდგრადი განვითარება, ტურისტების მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს თეთრიწყაროს პოპულარიზაციას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

   სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდგომ, მოხდება საჯარო განხილვა და საბოლოო ვერსიას დაამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4986
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3985
აგვ 12 სამ 2025
4274
ივლ 01 ორშ 2024
6912
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735