თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის სხდომა
25 აპრ 2018
 

  24 აპრილს ასოციაციასამხარეო განვითარება მომავალი საქართველოს“ (RDFG) ინიციატივით, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიპროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა განიხილა პირველი საგრანტო კონკურსის შედეგები და საგრანტო განაცხადების განიხილვის მიზნით, ჯგუფის შემადგენლობიდან აირჩიეს შეფასების კომიისის წევრები.

   სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 265 განაცხადის წარდგენა მოხდა. იდეების განხილვის და შეფასების შედეგად შერჩეულ აპლიკანტებს მომდევნო ეტაპის გამოცხადებამდე ჩაუტარდებათ ტრენინგები სრული საგრანტო განაცხადის ფორმის შევსებასთან და მასში მითითებულ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი საგრანტო კონკურსის გამოცხადება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4873
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965
იან 00
2319
ივლ 02 ოთხ 2025
4709
ივნ 27 პარ 2025
4564
აგვ 12 სამ 2025
4915
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965