თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ახალი პროგრამა თეთრიწყაროში
04 აპრ 2018
 

  3 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მალხაზ სამაშვილი, ლია ზურებიანი და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ასოციაცია "RDFG - სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" ოფისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს: მეთიუ რუვიერს და რუსუდან ქობალიას შეხვდნენ და განიხილეს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის სტრატეგიული მიმართულებები. (FAO)-ს წარმომადგენლები გაეცნენ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით არსებულ ვითარებას და იმსჯელეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე. 

  სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD III), რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება, ორიენტირებულია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. 

  მესამე ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; სოფლის ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაციისთვის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, მომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობა, ასევე, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განმტკიცება. 

  (ENPARD) III ფაზა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და მათ შორის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც, 2018-2021 წლებში განხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4919
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4074
ივნ 27 პარ 2025
3985
აგვ 12 სამ 2025
4274
ივლ 01 ორშ 2024
6912
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735