თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მერიის შენობაზე მზის პანელები დამონტაჟდა
04 აპრ 2018
 

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „საქართველოში მზის ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით ლიტვური ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერის“ წარმომადგენლებმა მერიის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. 

  პროექტის ფარგლებში ლიტვურმა კომპანიამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ასურეთის საბავშვო ბაღის შენობებზე მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები დაამონტაჟეს, რომელიც უზრუნლყოფს დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავებას. პროექტის მიზანია ლიტვური მზის ტექნოლოგიების უსასყიდლო გადაცემა ქართული მხარისათვის, მათი დამონტაჟება სახელმწიფო მუნიციპალურ შენობებზე და შესაბამისი ტექნიკური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება პროექტის ბენეფიციარებისათვის.

  პროექტი ხორციელდება ლიტვური კომპანიის - „Saulės grąža“-ს ინიციატივითა და „აგორა ქეარის“ აქტიური მხარდაჭერით. იგი დაფინანსებულია ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და წარმოადგენს კლიმატის ცვლილების სპეციალური პროგრამის ნაწილს. შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი და მერიის თანამშრომლები. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4980
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1920
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5402
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1920