თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში მხატვრული ფილმის "ხიბულა"-ს ჩვენება გაიმართა
02 აპრ 2018
 

  2 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "ხიბულა"-ს ჩვენება გაიმართა. ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ მოგვითხრობს. მასში ასახულია ქვეყნის უახლოესი წარსული. "ხიბულა" "სიმინდის კუნძულისა" და "გაღმა ნაპირის" რეჟისორის მესამე გახმაურებული ნამუშევარია.ჩვენების შემდეგ დარბაზში რეჟისორთან დისკუსია გაიმართა. 

  ,,ხიბულა" მოგვითხრობს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ. ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია მალევე სამხედრო გადატრიალების შედეგად დევნილობაში აღმოჩნდა. ის ძალაუფლების აღსადგენად დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად მთებს შეაფარა თავი. ფილმი ,,ხიბულა'' სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება.სახელწოდება კი, იმ სოფლიდან მოდის, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლე, ბოლომდე გაურკვეველ მდგომარეობაში, დაასრულა. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4333
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965
იან 00
2319
ივლ 02 ოთხ 2025
4709
ივნ 27 პარ 2025
4564
აგვ 12 სამ 2025
4915
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965