თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა
19 მარ 2018
 

19 მარტს ქალაქ თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა, რომელშიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 28 სკოლიდან 75 მოსწავლე იყო ჩართული. 

პირველი ადგილი სოფელ კოდის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ ნინო ახუაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილი სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ლიანა წიქარიძემ, ხოლო მესამე ადგილი დაბა მანგლისის №1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ გიორგი ადამაშვილმა მოიპოვა. დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭა და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

გიორგი ქორიძემ ჩემპიონატის დაწყებამდე მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს, ასევე 2016-2017 სასწავლო წლის თეთრიწყაროს ეტალონ მოსწავლეს - მარიამ ყულიაშვილს საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.

ღონისძიებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და მერიის წარმომადგენლები, რესურსცენტრის უფროსი გულნაზი აფციაური, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

თეთრიწყაროში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5018
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965
იან 00
2319
ივლ 02 ოთხ 2025
4709
ივნ 27 პარ 2025
4564
აგვ 12 სამ 2025
4915
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965