თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ევროკავშირის წარმომადგენლები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ
13 მარ 2018
 

  13 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში RDFG-ის ოფისში თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით , თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ღონისძიების მონაწილეები  გაეცნენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე დამატებით პროგრამებს. ევროკავშირის მხარდაჭერილი და RDFG-ის მიერ ჩამოყალიბებული დასაქმების პროგრამა არის ინოვაციური მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას სოციალური ექსკლუზიის რისკის წინაშე მყოფი პირებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის სადემონსტრაციოდ, შედგა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისა და პროექტის ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა.

თეთრიწყაროს (LAG) არის მულტისექტორული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორებს, რათა ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას დაბალანსებული, მონაწილეობითი და ინკლუზიური ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საშუალებით. LAG აერთიანებს თეთრიწყაროს მაცხოვრებელ 107 ადამიანს, რომლებიც 20 ადგილობრივ თემს წარმოადგენენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები.

                                                                    

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4685
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965
იან 00
2319
ივლ 02 ოთხ 2025
4709
ივნ 27 პარ 2025
4564
აგვ 12 სამ 2025
4915
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965