თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგია დამტკიცდა
07 მარ 2018
 

  7 მარტს ქალაქ თეთრიწყაროში ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა განიხილა და დაამტკიცა თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი და საგრანტო კონკურსის განაცხადისა და შეფასების ფორმები, მოეწყო (RDFG) -ის დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა.

  ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, 2017 წელს დაიწყო ოთხწლიანი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ განხორციელება, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

  ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე „ადგილობრივი განვითარების ჯგუფები“ იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგია დამტკიცდა

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4204
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965
იან 00
2319
ივლ 02 ოთხ 2025
4709
ივნ 27 პარ 2025
4564
აგვ 12 სამ 2025
4915
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965