თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
05 მარ 2018
 

  5 მარტს ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ქართული ესტრადის მომღერლები, თეატრისა და კინოს მსახიობები: ბიძინა მახარაძე, .ჯგუფი მირაჟი, გიორგი შალვაშვილი, ლევან შენგელია, დათო ბეკოშვილი, რომან ქერქაძე, კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური წრის ,,გარისი“ მსახიობები და ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,მთის არწივი“.

  ქალბატონებს ქალთა დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ.

  ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მზრუნველობას მოკლებულ ქალბატონებს ღონისძიებაზე ყვავილები და საჩუქრები გადაეცათ .

  ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა. 

#ქალთასაერთაშორისოდღე

თეთრიწყაროში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3740
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965
იან 00
2319
ივლ 02 ოთხ 2025
4709
ივნ 27 პარ 2025
4564
აგვ 12 სამ 2025
4915
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
965