თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოში გერმანელთა ჩამოსახლების 200 წლის იუბილე.
09 ოქტ 2017
 

  23 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში გერმანელი შვაბების ჩამოსახლების 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
  ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰეიკე ფეიჩი,ჰომბურგის მხარის გუბერნატორი თეოფილი გალო, სამხრეთ კავკასიაში ევანგელიურ-ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლები,გერმანიიდან ჩამოსული მოსწავლეები 
და პედაგოგები.
   ღონისძიებაზე მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, წარმოდგენილ იქნა მუსიკალური ნომრები ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების
მონაწილეობით, მოეწყო გერმანელთა ჩამოსახლების და ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა, ხელნაკეთი ნივთების და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, წარმოდგენილ იქნა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია.
↘️↘️ღონისძიების დასრულების შემდგომ სტუმრებმა გადაინაცვლეს გერმანელთა სასაფლაოზე და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4825
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
964
იან 00
2318
ივლ 02 ოთხ 2025
4708
ივნ 27 პარ 2025
4563
აგვ 12 სამ 2025
4913
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
964