თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის საანგარიშო-შემაჯამებელი კონცერტი
20 ივნ 2017
 

16 ივნისს ქალაქ თეთრიწყაროში ა.(ა).ი.პ თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის გაერთიანებამ 2016-2017 სასწავლო წლების შემაჯამებელი კონცერტი გამართა. კონცერტში მონაწილეობდნენ კოდის,ასურეთისა და თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა გაერთიანებული აკადემიური გუნდი, რომელმაც 2016 წელს მეორე ადგილი მოიპოვა საგუნდო ფესტივალზე, ასევე მოწვეულ იქნა მუსიკალური სემინარიის მეშვიდე კლასის მოსწავლე მარიამ კუხიანიძე. ღონისძიება საანგარიშო-შემაჯამებელი სახის იყო, სადაც ძირითადად მონაწილეობას იღებდნენ წარჩინებული მოსწავლეები. კონცერტს ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა.

#თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლა

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4875
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1920
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5402
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1920