5 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე სოფელ შავსაყდრის, ენაგეთისა და ასურეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანს მოსახლეობის პრობლემების ადგილზე გაცნობა წარმოადგენდა. ერეკლე კუხიანიძემ შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია გამგებლის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესახებ, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების გზით.საბჭოს შემადგენლობის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია საბჭოს შემადგენლობა გამგებელს მოსახლეობამ არჩევნების შედეგად წარმოუდგინოს. ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს მოსახლეობას ჰქონდეს პირდაპირ კონტაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1723
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1917
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2043
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
















































