თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ღამე მუზეუმში „ისტორიები თეთრიწყაროდან“
30 მაი 2017
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყო.  აღნიშნულთან დაკავშირებით    ა.(ა).ი.პ ,,თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმ”- მა დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა  სხვადასხვა სახის  კულტურულ- შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც დილის 12:00 საათზე დაიწყო და 22:00 საათზე დასრულდა. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ უფასოდ დაეთვალიერებინათ  გამოფენები მუზეუმის კოლექციებიდან, მოესმინათ  მოხსენებები სხვადასხვა საინტერესო თემაზე და გაცნობოდნენ  ჩვენი მხარის მრავალფეროვან კულტურასა და ისტორიას.
 „მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“ თემის ფარგლებში გაშუქდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე.მოეწყო ა.(ა).ი.პ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლის“ , ტურიზმის კუთხე -ფოტო გამოფენა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშუტების გაცნობა, ხატვის, ძერწვის, არქეოლოგიის კუთხეები, ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილების და აქ მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების კულტურის წარმოსაჩენი და შოთა რუსთაველის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საგამოფენო კუთხე.

„თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმ“-ს   სტუმრობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4508
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917