თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

26 მაისი ქალაქ თეთრიწყაროში
29 მაი 2017
 

26 მაისს ქალაქ თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიების დასაწყისს ა.(ა).ი.პ. ,,თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის“ მიერ მოეწყო გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის 850-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გამოფენის ფარგლებში „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა მიმდინარეობდა ყველა მსურველისათვის შესაძლებელი იყო ხელნაწერ წიგნში ერთი სტროფის სიმბოლურად გადაწერა. ა.(ა).ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლა“-მ წარმოადგინა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ფერწერა, ქანდაკება, ქსოვა, ქარგვა, კერამიკა და სხვ.) ნიმუშები. მაყურებლის წინაშე პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერებით, ლექსებით და საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ ა.(ა).ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრი“-თან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები.26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება .(ა).ი.პ. ,,თეთრიწყაროს სპორტული სკოლის“ მიერ ჭადრაკში გამართული შეჯიბრით გაგრძელდა, ხოლო ღონისძიების დასასრულს გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების თანამშრომლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ლაშა ლობჯანიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე, თეთრიწყაროს მუნიციპლაიტეტის გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4923
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
963
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4708
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4911
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
963