17 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე, ქალაქ თეთრიწყაროში ფარნავაზისა და ბაგრატიონის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს და საჭიროებებს და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების ფარგლებში დახმარებას დაპირდა.შეხვედრისას მოსახლეობის მიერ გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები, ერეკლე კუხიანიძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციისა და გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და გადახალისების შესახებ, წარუდგინა საკუთარი ინიციატივა - რომლის მიხედვით, მოსახლეობა არჩევითობის პრინციპით, ხმათა უმრავლესობით თვითონ ირჩევს და წარუდგენს გამგებელს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და მოქალაქეებმა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრის და ბიუჯეტის ფორმირების პროცესში.
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1723
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1918
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2044
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































