თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
16 მაი 2017
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი  ერეკლე კუხიანიძე სოფელ ორბეთის და დიდგორის მოსახლეობას შეხვდა,მოსახლეობისგან პირადად მოისმინა  ინფორმაცია აღნიშნულ დასახლებებში არსებული პრობლემების შესახებ და მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

 ერეკლე კუხიანიძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსშემადგენლობის გადახალისების შესახებ და წარუდგინა საკუთარი ინიციატივა, საბჭოს შემადგენლობის ფორმირების პროცესში მოსახლეობამ საკუთარი თემიდან  თვითონ აირჩიოს საბჭოს შემადგენლობა და გამგებელს  წარუდგინონ ნდობით აღჭურვილი პირები: „მნიშვნელოვანია გარანტირებული იყოს მოქალაქეთა უფლება ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თვითონ მიიღონ მონაწილეობა მუნიციპალიტეტში  პროექტების დაგეგმვის და ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, თვითონ დასახონ და განსაზღვრონ პრიორიტეტული მიმართულებები“ - აღნიშნა ერეკლე კუხიანიძემ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2752
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4072
ივნ 27 პარ 2025
3983
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6910
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734