თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღე
16 მაი 2017
 

22 აპრილს მთელს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება.  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ გარემოს დაცვით ღონისძიებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ თეთრიწყაროში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. თეთრიწყაროს გამგეობის და შპს „თეთრიწყაროს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომლების, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მოხალისეების და თეთრიწყაროს #1, #2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა ე.წ. სამშვილდისტყე-პარკისტერიტორია.

აღნიშნულ ღონისძიებაში მსოფლიოს მასშტაბით ყოველ წელს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით, საქართველოში დედამიწის დღე 1990 წელს პირველად აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ქვეყნის სისუფთავე ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა!

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4129
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3984
აგვ 12 სამ 2025
4273
ივლ 01 ორშ 2024
6911
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735