ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წევრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მათ შორის როგორც კერძო, ა ს ე ვ ე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თეთრიწყაროს მოსახლეობა, რომლებიც პროექტის პოტენციურ ბენეფიციარებად მოიაზრებიან. ღონისძიება ოფიციალურად გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ , ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სექტორის ხელმძღვანელმა კაიდო სირელმა, RDFG-ს თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილემ ნუგზარ სალიამ. პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG). პროექტი ოთხწლიანია და ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობები, თემის განვითარების პროცესში ჩართულნი იქნებიან ახალგაზრდები, რომელთაც მიეცემათ კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების შესაძლებლობა. RDFG -ს პარტნიორები არიან აგრო- ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA) და ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT)
სიახლეები
თეთრიწყაროში სოფლის მეურნეობის ახალი პროექტი ოფიციალურად გაიხსნა
12 აპრ 2017
მნახველთა რაოდენობა: 3276
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1723
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1917
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2043
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
















































