თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს
28 მარ 2017
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ტბისი-კუმისის სარწყავის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 14 790 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ითვალისწინებს 25 კმ მაგისტრალური არხის, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის, ალგეთის წყალსაცავის კაშხლის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის სისტემის აღდგენას, მაგისტრალური არხის „ხაიშის“ და „მარაბდის“ მასივებზე წყალგამყვანი მილსადენების რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი,ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, კოდის იგპ დასახლება, მარაბდა, ქოთიში, ხაიშში არსებულ წყალგამყვან მილსადენებზე.  პროექტის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება, ხოლო ამის შემდგომ დაიწყება მეორე ეტაპის განხორციელება, რაც დასახლებებში დაქსელვითი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება 8 300 ჰა-ზე.  ამასთანავე, გეგმის პროექტის მიხედვით დაგეგმილია:  ალგეთი-ტბისი-კუმისის სამოქმედო არეალში, სოფელ კოდაში, დევნილთა დასახლების საკარმიდამო ნაკვეთების წყალუზრუნველყოფის მიზნით, გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოების ჩატარება, რის შედეგად მოხდება 12 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების  წყალუზრუნველყოფა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5842
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918