თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროგრამა „მომავლის თაობა“
14 მარ 2017
 

 22 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორგანიზაცია “სიქა”-ს ინიციატივით, საგანმანათლებლო პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში, თეთრიწყაროს საჯარო სკოლების მოსწავლეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროგრამა ხორციელდება USAID - ის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობას, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო გააქტიურებას. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები იკვლევენ სკოლის, თემის, ახალგაზრდების პრობლემებს და საკუთარი ძალებით თუ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით ცდილობენ პრობლემების მოგვარებას. მოსწავლეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს პროგრამის ფარგლებში განხორციელბული აქტივობები, ისაუბრეს სოფლებში არსებული პრობლემებზე და საჭიროებებზე. პროგრამა „მომავლის თაობა“ - საქართველოს 11 რეგიონის 480 სკოლაში ხორცილედება. ქვემო ქართლიდან ჩართულია 55 სკოლა, მათ შორის სოფ. ერტისის, და სოფ.ბოგვის საჯარო სკოლები, რომლებიც რეგიონში აქტიურობით გამოირჩევიან. აღნიშნულმა სკოლებმა სოფლის საჭიროებებისათვის განახორციელეს შემდეგი აქტივობები: ერტისი: სოფლის სტადიონის დასუფთავება, სოფლის სანიაღვრე არხის გაწმენდა/გასუფთავება, ისტორიული ძეგლის დასუფთავება. გარდა ამისა, ახალგაზრდები აწყობენ ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსწავლეებს კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5111
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5400
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5768
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917