თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საზეიმო ღონისძიება და საჩუქრები დედებს
03 მარ 2014
 

3 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მრავალშვილიან დედებსა და ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჩოქურმა.

დედის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო წარმოდგენა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში წალკისა და თეთრიწყაროს 50 მრავალშვილიან დედას საჩუქრები გადაეცა. ასევე დასაჩუქრდნენ აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების დედები და მეუღლეები. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქველმოქმედო ორგანიზაცია „მადლი 2014“ და სამოდელო სააგენტო „KATRINI”. დედის დღესთან დაკავშირებით თეთრიწყაროს კულტურის ცენტრთან არსებულმა სახელოვნებო სკოლამ მუნიციპალიტეტის შენობაში ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყო.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4909
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918