თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გაუმჯობესებული სერვისები - დაცული მოწყვლადი ჯგუფები
21 თებ 2017
 

20 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი დასაქმების, მომსახურებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული პროგრამების შემუშავება წარმოადგენდა. შეხვედრაზე ბესიკ წიკლაურმა ისაუბრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებსა და საჭიროებებზე, მათი მოგვარების გზებზე, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პროცესების ხელშეწობასა და აქტიურ თანამშრომლობაზე. საქართველოში დაახლოებით 273 000 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული, რომელთა უმეტესობამ 90-იან წლებში იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს მთავრობამ დევნილთა პრობლემებისა და საჭიროებების აღმოფხვრის მიზნით განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მიუხედავად ამისა, დევნილები კვლავ მრავალი სოციალური და ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგანან და არ აქვთ სრულყოფილი ხელმისაწვდომობა ადგილობრივ სერვისებზე, რაც დევნილთა განსახლების ადგილებში მათი ინტეგრირების პროცესს აფერხებს. აქედან გამომდინარე პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილთა გრძელვადიან, სრულყოფილ ინტეგრაციასა და მათი უფლებების სათანადოდ დაცვას, დევნილი საზოგადოების გაძლიერებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სხვა პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობების ზრდის გზით. შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური,გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი,ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვინსენტ დონტო,სამთავრებო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინატორი ნინო ხოხობაია და პროექტის ოფიცერი ლევან ხვიჩია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4055
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916
იან 00
2946
ივლ 02 ოთხ 2025
5396
ივნ 27 პარ 2025
5225
აგვ 12 სამ 2025
5764
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916