26 იანვარს „მწვანე კავკასია“-ს მიერ გამართულ კონფერენციაზე საპილოტე პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მხარდამჭერი იყო ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაძემ საზოგადოებას წარუდგინა მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად შემუშავებული საპროექტო წინადადება , რომელიც ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ : ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, ფონდი "ღია საზოგადოების" წარმომადგენლები და სხვა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საპროექტო წინადადების განხორციელებას და ისაუბრა გადაწყვეტილების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის აპრობირებული ინსტრუმენტების სხვა მუნიციპალიტეტებისათვის გაზიარების აუცილებლობაზე. ერეკლე კუხიანიძემ ისაუბრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე და მოქალაქეთა თვითორგანიზაციის სხვადასხვა ფორმების დანერგვაში ადგილობრივი ხელისუფლების როლზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ განხორციელების ეტაპები და მიღწევები. პროექტი ითვალისწინებს სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაციას, ქალაქ თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში ჭავჭავაძის ჩიხისა და და ფარნავაზის ქუჩას შორის მდებარე უფუნქციო ტერიტორიაზე ხელოვნური წყალსატევისა და მის გარშემო დასასვენებელი ზონის მოწყობას.
სიახლეები
სიახლეები
ივლ 06 ორშ 2026
841
ივლ 03 პარ 2026
864
ივლ 02 ხუთ 2026
964
ივლ 03 პარ 2026
899
მაი 26 სამ 2026
1225
ივნ 11 ხუთ 2026
1253
იან 00
1241
იან 00
1464




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა













































