თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტის "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" პრეზენტაცია
17 მარ 2015
 

„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლის 53 მაღალი აკადემიური მოსწრების XI-XII კლასის მოსწავლეებს პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ გააცნეს და ტესტირება ჩაუტარეს.

ორგანიზაციას დაწყებული აქვს პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდებისთვის პროექტის გაცნობას. შეხვედრისას ტარდება ტესტირება, რათა ორგანიზაციას შედარებით გაუადვილდეს საუკეთესოთა შორის, საუკეთესოს გამოკვეთა და პროექტში ჩართვა.

„პროექტი ახალგაზრდული თვითმმართველობა 2015“ წარმოადგენს ახალგაზრდულ საგანმანათებლო ,სოციალურ და კულტურულ პროექტს, რომელსაც რამოდენიმე გამოკვეთილი მიზანი აქვს:
. ახალგაზრდების სამოქალაქო დონის ამაღლება.
. აქტიურ მოქალაქის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და დამკვიდრება.
. ახალგაზრდების დაინტერესება ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობით.
. ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების აღრდა.
. როგორც მუნიციპალურ დონეზე ასევე რეგიონებისა და საქართველოს მაშტაბით ახალგაზრდების გაერთიანება.
. მოქმედი საკრებულოს წევრების და ახალგაზრდობის კოორდინირება .
. აქტიური ამომრჩევლების ფორმირება.
. არჩევნების დამკვირვებლების ჩამოყალიბება.
. ახალგაზრდული აქტივის ჩამოყალიბება.
ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3609
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
964
იან 00
2318
ივლ 02 ოთხ 2025
4708
ივნ 27 პარ 2025
4563
აგვ 12 სამ 2025
4912
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
964