თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში
21 მარ 2016
 

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური და საგადასახადო შეღავათების შესახებ, 18 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საინფორმაციო შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, საქართველოს კანონით მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, ფიზიკური პირისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების და აღდგენის წესი და პროცედურები.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია და გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მინისტრის მოადგილემ უპასუხა დასმულ შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. გამგებლის წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისათვის კანონით გათვალისწინებული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესახებ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4326
 
 
 
სიახლეები
იან 00
1714
ივლ 02 ოთხ 2025
4046
ივნ 27 პარ 2025
3956
აგვ 12 სამ 2025
4252
ივლ 01 ორშ 2024
6892
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1714