თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ფესტივალი ,,ერთი ცის ქვეშ - კულტურული დიალოგი"
04 აპრ 2015
 

2015  წლის 4 აპრილს ქალაქ  მარნეულის კულტურის ცენტრმა  უმასპინძლა კლასიკური მუსიკის კონცერტი,  მულტიეთნიკური ხელოვნების ტრადიციულ ფესტივალს - "ერთი ცის ქვეშ – კულტურული დიალოგი“ ,.  კონცერტში მონაწილეობდნენ   საქართველოს  რეგიონში მოქმედი    სახელოვნებო სკოლებისა და კულტურის ცენტრებთან არსებული   კლასიკური მუსიკის შემსრულებლები და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლები.

აღნიშნული ფესტივალს ორგანიზებას უწევდა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის თავმჯდომარე, კომპოზიტორი  მანანა ალფაიძე და  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალის  დონორი ორგანიზაციაა  - გაერო-ს ასოციაცია  საქართველოში. ფესტივალში  მონაწილეობა მიიღეს თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის  ეთნიკურად სომეხმა მოსწავლეებმა  ჯულიეტა და ვიქტორია მანუკოვებმა.
ღონისძიებას დაესწრნენ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ასოციაციის წარმომადგენლები.  

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3723
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4072
ივნ 27 პარ 2025
3983
აგვ 12 სამ 2025
4272
ივლ 01 ორშ 2024
6910
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734