თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
26 მაი 2015
 

ქ. თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში 2015 წლის 26 მაისს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია(ჯაფარიძე), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი გიორგი ხომერიკი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი  ბესიკ წიკლაური,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  გოჩა თედორაძე დაგამგეობის თანამშრომლები.

ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ,მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანანიამ მიულოცა და დალოცა ისინი.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები ა.(ა).ი.პ ,,თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება - კულტურის ცენტრთან“ არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები,  ა.(ა).ი.პ ,,თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლასთან“  არსებული გოგონათა და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლები, ა.(ა)ი.პ  ,,თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის“  სოფ. ასურეთისა და სოფ. კოდის განყოფილებებთან არსებული  ფოლკლორული ანსამბლები.
ღონისძიების პარალელურად,კულტურისა და დასვენების პარკში გამოფენილი იყო  ა.(ა).ი.პ ,,თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლის“ აღსაზრდელთა ნამუშევრები ა.(ა).ი.პ. ,,თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის“  მიერ კი წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენა.
მოეწყო სხვადასხვა სპორტული აქტივობები ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3583
 
 
 
სიახლეები
იან 00
1733
ივლ 02 ოთხ 2025
4061
ივნ 27 პარ 2025
3976
აგვ 12 სამ 2025
4266
ივლ 01 ორშ 2024
6903
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1733