თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ლოგომედი“ თეთრწყაროში
08 ივნ 2015
 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ ინიციატივით მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა უფასო გასინჯვა-დიაგნოსტირების აქცია ამჯერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა.

უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ქვემო ქართლში სახლმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი. პაატა ხიზანაშვილი „ლოგომედის“ ხელმძღვანელს, სპეციალისტებსა და პაციენტებს პირადად გაესაუბრა და კვლევის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. 
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის შენობაში მიმდინარე აქციას დაესწრნენ თეთრიწყაროს გამგებელი ბესიკ წიკლაური, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ცენტრმა კვლევები უკვე განახორციელა ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით – რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. „ლოგომედის“ ხელმძღვანელის ეკატერინე ჭავჭავაძის განცხადებით, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი უახლოეს პერიოდში წალკის მუნიციპალიტეტს ეწვევა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3802
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4706
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4910
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961