თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში
02 ივნ 2016
 

1 ივნისს სასტუმრო ჰოლიდეი ინში ჩატარდა საჯარო ფორუმი, რომელზეც განხილული იქნა ეკომიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები. ღონისძიება ჩატარდა ევროპის ფონდისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანი“-ის ფარგლებში.
ფორუმის მიზანია, მოახდინოს საქართველოში მცხოვრები ეკომიგრანტების საჭიროებებზე მიმართული მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შესახებ დისკუსიის ინიცირება, ასევე, დააჩქაროს დაინტერესებულ მხარეებს შორის 2016 წლის პერიოდში გასატარებელი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ შეთანხმების მიღწევა.
ფორუმზე განხილული იქნა ძირითადი ორი საკითხი:
1.პრევენცია(გრძელვადიანი სტრატეგია)
2.განსახლება (მოკლევადიანი სტრატეგია)
საქართველოს მოსახლეობისთვის განსახლების ადგილის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბოლო პერიოდში ეკომიგრაცია გახდა, რადგან კლიმატის ცვლილება, ადამიანების ზეგავლენა ბუნებაზე თუ ბუნებრივი კატასტროფები უფრო მეტ ოჯახს აიძულებს საცხოვრებელი თემის ფარგლებს გარეთ ეძიოს. ეკომიგრანტების შესახებ სრული სტატისტიკა ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციების მიხედვით 3 600-ზე მეტი ოჯახი ეკოლოგიური კატასტროფის გამო სასწრაფოდ განსახლებას საჭიროებს.

ეკომიგრანტების მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. მოკლევადიან პერიოდში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს განსახლების საკითხის მოგვარება და ეკომიგრანტი ოჯახებისათვის გამოსადეგი საცხოვრებელი პირობების შეთავაზება. ამავე დროს, აუცილებელია , რომ მოხდეს ეკომიგრაციის გამომწვევი ფაქტორების შემცირება და სადაც შესაძლებელია , მათი აღმოფხვრა, პრევენციის გრძელვადიანი სტრატეგიის განვითარების გზით. განხილვის ბოლოს შედგა დისკუსია პრევენციისა და განსახლების სტრატეგიებისა და სამომავლო ნაბიჯების თაობაზე.

ეკომიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების განხილვას ესწრებოდნენ: ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი კოტე რაზმაძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ღიბრაძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფროსი მრჩეველი რუსუდან კახიშვილი , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და ევროპის ფონდის დირექტორი ქეთევან ვაშაკიძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4076
 
 
 
სიახლეები
იან 00
930
ივლ 02 ოთხ 2025
3232
ივნ 27 პარ 2025
3129
აგვ 12 სამ 2025
3371
ივლ 01 ორშ 2024
6094
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
930
ნოემ 27 ხუთ 2025
1245