თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ერტისის სკოლას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა
08 ივნ 2016
 

სოფელ ერტისის საჯარო სკოლის წყალმომარაგების პრობლემა აღმოფხვრილია. სკოლას, რომელშიც 200-მდე მოსწავლე სწავლობს, წყალგაყვანილობის სისტემის დაზიანების გამო, წელიწადზე მეტია არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი. აღნიშნული პრობლემა 2 ივნისს გამგეობაში საგანმანათლებლო პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში, გამგებელთან შეხვედრაზე ერტისის საჯარო სკოლის დირექტორმა და მოსწავლეებმა თემში არსებულ სხვა პრობლემებთან ერთად განიხილეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის დავალებით, სამუშაოების განხორციელება დაუყონებლივ უზრუნველყო ააიპ „თეთიწყარო წყალმა“. ჩატარდა გათხრითი სამუშაოები და შეიცვალა დაახლოებით 80 მ სიგრძის დაზიანებული წყლის მილი. სამუშაოების ჩატარების შემდგომ სკოლას აღუდგა სასმელი წყლის მიწოდება.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3570
 
 
 
სიახლეები
იან 00
928
ივლ 02 ოთხ 2025
3211
ივნ 27 პარ 2025
3111
აგვ 12 სამ 2025
3352
ივლ 01 ორშ 2024
6076
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
928
ნოემ 27 ხუთ 2025
1243