თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„მწვანე კავკასიის ახალი პროექტი
01 ივლ 2016
 

 26 ივნისს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია” ქ.თეთრიწყაროს მოსახლეობას გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვდნენ. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი აბულაძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტის მუშაობაში საზოგადოების ჩართულობის ახალი ფორმის - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს როლზე. მან აღნიშნა, რომ საბჭოს მეშვეობით მოხდება ეფექტური კომუნიკაცია მოსახლეობასა და პირდაპირი წესით არჩეულ გამგებელს შორის, საზოგადოების მონაწილეობით მოხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, მნიშვნელოვანი პროექტების და გეგმების წინასწარი განხილვა და ხაზი გაუსვა თეთრიწყაროში ტურისტული ინფრასრტუქტურის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს, რაც გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკას, ახალგაზრდობის დასაქმებისა და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას შექმნის. 
პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დაასახლებაში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიზი სოფრომაძემ ისაუბრა პროექტის ფარგლებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად „მწვანე კავკასიას“ მიერ დაგეგმილ პროცესზე, რომელიც ქ. თეთრიწყაროს ცენტრალური უბნების განვითარების დაგეგმვაში მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. ის, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის ცენტრი, მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, მნიშვნელოვანია თავად თეთრწყაროელების ხედვა და იდეები. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე მოქალაქეები გამოეხმაურნენ „მწვანე კავკასიას“ მოწოდებას და გამოთქვეს სურვილი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქალაქის კეთილმოწყობის პროექტების შემუშავებაში. 
პროექტს „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ და მუნიციპალიტეტის გამგებლის მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3555
 
 
 
სიახლეები
იან 00
928
ივლ 02 ოთხ 2025
3216
ივნ 27 პარ 2025
3116
აგვ 12 სამ 2025
3358
ივლ 01 ორშ 2024
6082
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
928
ნოემ 27 ხუთ 2025
1244