თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური საკრებულოს თავჯდომარე გოჩა თედორაძესთან ერთად სოფელ ქოსალარს ეწვია და მათ მუსლიმანებისთვის გამორჩეული წმინდა - რამაზანის თვე მიულოცა.მილოცვისას გამგებელმა ხაზი გაუსვა საქართველოში საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული და მუსლიმანური ერების მშვიდობიან და ტოლერანტულ თანაცხოვრებას:„საქართველოში ყოველთვის საამაყო იყო ჩვენი ძმობა და ერთობა, რაც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ემყარება.სწორედ ამ ერთობით არაერთხელ გამოვსულვართ რთული სიტუაცებიდან.ერთი მიწის შვილები ვართ და ერთად უნდა ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილთაშვილები ასევე ძმურად გააგრძელებენ თანაცხოვრებას". სადღესასწაულო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და გამგეობის თანამშრომლები.მასპინძლობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სოფელ ქოსალარში უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ ისააკ ნოურუზოვმა გაუწია.
სიახლეები
ბესიკ წიკლაურმა სოფელ ქოსალარის მოსახლეობას რამაზანის თვე მიულოცა
02 ივლ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4102
სიახლეები
ივლ 06 ორშ 2026
840
ივლ 03 პარ 2026
863
ივლ 02 ხუთ 2026
961
ივლ 03 პარ 2026
896
მაი 26 სამ 2026
1223
ივნ 11 ხუთ 2026
1251
იან 00
1240
იან 00
1460




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































