თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები
11 ივლ 2016
 

ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურდ მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო კომპანიის მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ითვალისწინებს 25 კმ მაგისტრალური არხის, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის ალგეთის წყალსაცავის კაშხლის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონიტორინგის სისტემის აღდგენას, მაგისტრალური არხის „ხაიშის“ და „მარაბდის“ მასივებზე წყალგამყვანი მილსადენების რეაბილიტაციას.
პროექტით გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, შავსაყდარი, ასურეთი,ბორბალო, ღოუბანი, ვაშლოვანი, ერტისი, მუხათი, კოდა, კოდის იგპ დასახლება, მარაბდა, ქოთიში, ხაიშში არსებულ წყალგამყვან მილსადენებზე სარეაბილიტაციო სამუშოების განხორციელება.

მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მოსახლეობას მოუგვარდება სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემები, აღნიშნული სოფლების 8 300 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები წყლით უზრუნველყოფილი იქნება, რაც დადებითად აისახება მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე.

სამუშაოებს ახორციელებს მშენებელი კომპანია: ალკე (თურქეთი) 
ხელშეკრულება გაფორმდა: 17.03.2016
სამუშაოების ხანგრძლივობა 18 თვე
ღირებულება: 15,3 მილიონი ლარი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3760
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961
იან 00
2317
ივლ 02 ოთხ 2025
4705
ივნ 27 პარ 2025
4562
აგვ 12 სამ 2025
4909
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
961