თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტრეინინგი ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება და ქალთა უფლებები
20 ივლ 2016
 

ტრეინინგი თემაზე "ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება და ქალთა უფლებები"
18-19 ივლისს არასამათავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ, პროექტის „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.
პროექტის მიზანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალთა სამართლებრივი გაძლიერება და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ადგილობრივი მოსახლეები, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც განიცდიან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, საკუთრების უფლებების დარღვევას, ძალადობას და რომლებიც საჭიროებენ იურიდიულ დახმარებას აღნიშნულ სფეროებში.
ტრენინგის შემდეგ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს გაუწიეს სამართლებრივ კონსულტაციები, დაეხმარნენ სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის (განცხადების, საჩივრის, სარჩელის) შედგენაში და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ ბენეფიციარების წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში.
ტრეინინგს უძღვებოდნენ არასამათავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლები: პროექტის ტრენერი და იურისტი-ელენა ფილეევა,პროექტის ტრენერი და იურისტი-როლანდ ასაკაშვილი და პროექტის კოორდინატორი -ირაკლი გვარამაძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3819
 
 
 
სიახლეები
იან 00
1722
ივლ 02 ოთხ 2025
4052
ივნ 27 პარ 2025
3964
აგვ 12 სამ 2025
4257
ივლ 01 ორშ 2024
6896
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1722