22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური პროგრამა „საქართველოს მოხალისე“-ს წევრებს შეხვდა.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საქართველოში მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერებას, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნას, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მოხალისეობის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაციას.
მონაწილეებმა გამგებელს გააცნეს პროგრამის მიზნები და ისაუბრეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ბესიკ წიკლაური საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობების და პროგრამის მიზნების წარმატებით განხორციელებისათვის მონაწილეებს მხარდაჭერას დაპირდა.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოხალისე შეიძლება გახდეს ნებისმიერი დაინტერესებული ახალგაზრდა, რომლებიც თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბის შექმნა, გარემოს დაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება, ფილმების ჩვენება, უცხო ენის კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.
სიახლეები
პროგრამა„საქართველოს მოხალისე“
22 ივლ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3754
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
855
ივლ 06 ორშ 2026
1718
ივლ 03 პარ 2026
1663
ივლ 02 ხუთ 2026
1912
ივლ 03 პარ 2026
1721
მაი 26 სამ 2026
2037
ივნ 11 ხუთ 2026
2049




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































