თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასუფთავების აქცია თეთრიწყაროში.
17 სექ 2016
 

17 სექტემბერს მსოფლიო გარემოსდაცვით კამპანიის ფარგლებში „დავასუფთავოთ საქართველო“, ქ. თეთრიწყაროში ე.წ. დათვების ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. აღნიშული ტერიტორიაზე დაბინძურების ფაქტები ხშირია მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სამსახურის მიერ სისტემატურად ხდება ტერიტორიის დასუფთავება. ვთხოვთ მოსახლეობას და დამსვენებლებს გამოვიჩინოთ გულისხმიერება, გავუფრთხილდეთ ბუნებას და ნუ დავაბინძურებთ გარემოს. 
კამპანიის ჩატარებას შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზებას უწევს პროექტის „დავასუფთავოთ საქართველო“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“).

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4334
 
 
 
სიახლეები
იან 00
1734
ივლ 02 ოთხ 2025
4063
ივნ 27 პარ 2025
3978
აგვ 12 სამ 2025
4268
ივლ 01 ორშ 2024
6904
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1734