20 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში გადირ ხუმის დღესასწაული აღინიშნა. შიიტური მიმართულების ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს მუსლიმანური სამყარო განსაკუთრებულად აღნიშნავს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკალურმა , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრიამ და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლება გადირ ხუმის დღესასწაული პირადად მიულოცეს ქოსალარის მოსახლეობას. ბესიკ წიკლაურმა ისაუბრა საქართველოში საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული და მუსლიმანური ერების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. დღესასწაულს ესწრებოდნენ შეიხი რამინ იგიდოვი, ახუნდი ელშად მუსაიევი და ადგილობრივი მოსახლეობა.
სიახლეები
იან 00
448
იან 00
831
იან 00
1192
აპრ 16 ხუთ 2026
1383
იან 00
1734
თებ 26 ხუთ 2026
2011
მარ 16 ორშ 2026
2246
იან 00
2076




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































