თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თამარ მეფის ქუჩაზე ასფალტ–ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
22 სექ 2016
 

 ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, თამარ მეფის ქუჩაზე ასფალტ–ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ტროტუარების კეთილმოწყობა. პროექტის ინიციატორია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობები. სამუშაოები მიმდინარე წლის 21 მაისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 21 ოქტომბერს. სამუშაოები ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“-ს დაკვეთით, პროექტის ბიუჯეტი ხელშეკრულებით 728.415 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5146
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916
იან 00
2946
ივლ 02 ოთხ 2025
5396
ივნ 27 პარ 2025
5225
აგვ 12 სამ 2025
5764
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1916