თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლებთან
30 სექ 2016
 

  28 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მორიგი თათბირი გაიმართა ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლები და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ტბისი-კუმისის სარწყავის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე სამუშაოები, დასახლებათა შეშით მომარაგების საკითხები და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ, საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურები. 
ბესიკ წიკლაურმა მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისათვის, ისაუბრა მუნიციპალიტეტის დასახლებებში სამელიორაციო სისტემების მოწესრიგების მნიშვნელობაზე და მელიორაციის კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. მელიორაციის კომპანიის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს გამგებლის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს და ისაუბრეს სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროცესში არსებული პრობლემების ერთობლივი გადაჭრის გზებზე. 
ბესიკ წიკლაურმა გამგებლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეშით მომარაგების საკითხებზე და ამ კუთხით დასახლებებში არსებული პრობლემების თაობაზე. ამასთანვე, იმსჯელეს მიწის გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესახებ, გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებმა გამგებლის წარმომადგენლებს განუმარტეს კანონით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემების სრულყოფის პროცესში თვითმმართველობის კომპეტენციებს მიკუთვნებული კანონით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3841
 
 
 
სიახლეები
იან 00
928
ივლ 02 ოთხ 2025
3211
ივნ 27 პარ 2025
3111
აგვ 12 სამ 2025
3352
ივლ 01 ორშ 2024
6076
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
928
ნოემ 27 ხუთ 2025
1242