29 სექტემბერს ქალაქ თეთრიწყაროში საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ გაიხსნა. მხატვრის სახლის იდეა ცნობილ მხატვარს და ხელოვანს ქალბატონ ია არსენიშვილს ეკუთვნის. მხატვრის სახლის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მოეწყო ია არსენიშვილის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა, წარმატებული ფოტოგრაფის მიხეილ ისაკაძის ფოტოგამოფენა, ამასთანავე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართული ფერწერა, გრაფიკა, მინა, კერამიკა, მინანქარი, გობელენი, ბატიკი, დეკორატიული ხელოვნების სხვა დარგები. ამასთანავე, მოხდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია, ხოლო ღონისძიების ბოლოს თურქეთის საელჩოსთან არსებული კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა დააჯილდოვა მხატვრები: გია გიორგაძე და შორენა ჩაჩანიძე. ასევე დაჯილდოვდნენ მხატვრის სახლის საპატიო სტუმრის სიგელით სოლომონ ბაიაშვილი და ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის ხელმძღვანელი სერგო ცირამუა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი, მხატვართა კავშირის წევრები, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი „Travels GIS”-ის წარმომადგენლები, თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს მხატვართა კავშირი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პროექტი „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი „Travels GIS”, ტურისტული კომპანია აღმოაჩინე საქართველო „DISCOVER GEORGIA”, დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარი“
სიახლეები
ქალაქ თეთრიწყაროში „მხატვრის სახლი“ გაიხსნა
29 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 5266
სიახლეები
იან 00
448
იან 00
831
იან 00
1192
აპრ 16 ხუთ 2026
1383
იან 00
1734
თებ 26 ხუთ 2026
2011
მარ 16 ორშ 2026
2246
იან 00
2076




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















































