29 სექტემბერს სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის რეაბილიტაცია, ტროტუარის მოწყობა, მესერების და შესასვლელი ჭიშკრების მონტაჟი, საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე კიუვეტების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში. რომლის განხორციელებაც 2016 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, ისტორიული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის და სამეურნეო ტრადიციების აღდგენის გზით, გერმანული სოფლის იდენტური ეკონომიკური განვითარების მოდელის შექმნას. ამასთანავე, ტურიზმის და მცირე ბიზნესის განვითარებას ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით (ლუდის და რძის პროდუქტების წარმოება), გერმანული კულტურის ობიექტების აღდგენას. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია თეთრიწყაროს და ზოგადად რეგიონის პოპულარიზაციისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ. პროექტის შემუშავება მოხდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით და მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს და ევროპის საბჭოს მიერ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია „დაგი“. პროექტის საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 3 957 000 (სამი მილიონ ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ათას) ლარს.
სიახლეები
იან 00
431
იან 00
817
იან 00
1178
აპრ 16 ხუთ 2026
1360
იან 00
1714
თებ 26 ხუთ 2026
1989
მარ 16 ორშ 2026
2224
იან 00
2049




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















































