თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დედამიწის დღე
27 აპრ 2016
 

22 აპრილს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის დღე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად.

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა მსოფლიო მასშტაბით და მილიონობით ადამიანი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად.
საქართველოში „დედამიწის დღე“ პირველად 1990 წელს აღინიშნა, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ და ამ დღის ფარგლებში არაერთ გარემოსდაცვით კამპანიას ატარებს.
წელს, ეს დღე 45-დ აღინიშნება და მის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობაა დაგეგმილი.გამონაკლისს არც მიმდინარე წელი წარმოადგენს. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით, აქცია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ,,არ დაყარო ნაგავი, იზრუნე გარემოზე!“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ჩაატარონ ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციები. 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ კამპანიაში, შ.პ.ს. ,,თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურ“-მა დაასუფთავა ქ. თეთრიწყაროში ცივი ხიდის მიმდებარე ტერიტორია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8989
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1913
იან 00
2945
ივლ 02 ოთხ 2025
5395
ივნ 27 პარ 2025
5224
აგვ 12 სამ 2025
5763
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1913