თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „თეთრიწყაროს მეკლდეურები"
21 თებ 2024
 
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის და ა(ა)იპ ,,გზა მშვიდობისკენ" პარტნიორობით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის სივრცეში, საცოცი კედელი მოეწყო, სადაც კლდეზე ცოცვით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პირველი საჩვენებელი ვარჯიში ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში „თეთრიწყაროს მეკლდეურების“ სამომავლო განვითარების მიზნით, დონორ ორგანოზაციებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ ა(ა)იპ კულტურისა და სპორტის ცენტრის დაქვემდებარებაში შეიქმნას მეკლდეურების სექცია, რომელიც მოზარდებს დაეხმარება გონებრივი და მოტორული უნარების განვითარებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის მენეჯერი, ანა ნადირაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ კულტურისა და სპორტის და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6739
 
 
 
სიახლეები
იან 00
1696
ივლ 02 ოთხ 2025
4024
ივნ 27 პარ 2025
3937
აგვ 12 სამ 2025
4232
ივლ 01 ორშ 2024
6865
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1696