თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს ვენახების კადასტრი
18 ნოემ 2022
 

საქართველოს ვენახების კადასტრი

 

საქართველოს ვენახების აღრიცხვის მიზნით, რომელიც გამიზნულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისათვის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის მუნციპალიტეტებში მიმდინარეობს ვენახების და მევენახეების რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო.

 

შესაბამისად, მევენახე ვალდებულ დაარეგისტრიროს თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ტიპის ვენახი.

 

საკადასტრო რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ მითითებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში გახსნილ სარეგისტრაციო უბნებზე.

 

ვენახების რეგისტრაცია უფასოა.

 

ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა მევენახე ქვეყანას. გამომდინარე აქედან, საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.

 

მევენახეებს გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ვენახების აღრიცხვაში!

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6179
 
 
 
სიახლეები
იან 00
1696
ივლ 02 ოთხ 2025
4024
ივნ 27 პარ 2025
3937
აგვ 12 სამ 2025
4233
ივლ 01 ორშ 2024
6865
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1696