თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღე გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.
01 ივნ 2022
 
ღონისძიება თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა - განათლებისა და კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა. მოზარდების გართობაზე იზრუნეს ზღაპრის გმირებმა, რომლებმაც წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა როგორც მუსიკალური ნომრებით, ასევე სხვადასხვა თამაშებით.
პატარებს საშუალება ჰქონდათ ზღაპრის გმირებთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ, ეხატათ, მხატვრის დახმარებით გაეკეთებინათ სასურველი გრიმი და დაკავებულიყვნენ სპორტული აქტივობებით.
ღონისძიებას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა, ბავშვთა საერთაშორისო დღე მან ყველა პატარას მიულოცა და ლაღი ბავშვობა უსურვა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3760
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1904
იან 00
2934
ივლ 02 ოთხ 2025
5383
ივნ 27 პარ 2025
5212
აგვ 12 სამ 2025
5749
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1904