თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა პირველ მოადგილე თემურ შუბითიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მერმა კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია თითოეული პროექტის მიმდინარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ. ყურადღება გამახვილდა სამუშაოების ხარისხზე, პროექტების დადგენილ ვადებში დასრულებასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე რამაზ გულბანი და ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ზარქუა.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















































