ბავშვთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მუნიციპალიტეტში ბავშვთა კეთილდღეობის ხელშეწყობისა და მათი საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა აქტიურად ხორციელდება.
2026 წლის 9 თვის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში მატერიალური დახმარება 76 ბენეფიციარს გაეწია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამურად, 95 937 ლარი გამოიყო.
პროგრამა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების ფინანსურ დახმარებას; ბავშვების კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას; სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო პროცედურებისა და თერაპიული კურსების დაფინანსებას; აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსებას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურების დაფინანსებას.
მუნიციპალიტეტი განაგრძობს ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას, რათა თითოეულ ბავშვს ჰქონდეს განვითარებისა და სრულფასოვანი ცხოვრების მეტი შესაძლებლობა.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა









































