თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ქვემო ქართლის რეგიონული ახალგაზრდული ფესტივალის მომზადების პროცესში ჩაერთნენ.
დმანისში პროექტის - „ახალგაზრდული ქვემო ქართლი-რეგიონული ფესტივალი 2026“-ის პირველი ეტაპი გაიმართა, რომელშიც რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა ერთმანეთს იდეები გაუზიარეს, იმსჯელეს რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და ერთობლივად შეიმუშავეს ფესტივალის ჩატარებისთვის სამოქმედო გეგმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მონაწილეობა მერიის მხარდაჭერით, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა








































